ზუგდიდში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისის ჯგუფურად გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.

„დანაშაული თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები