ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
ამ წუთებში, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუს-ში იმყოფება გამოკითხვაზე. ამის შესახებ ინფორმაცის ,,კვირას” სუს-ში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ გააკეთა განცხადება დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავებს, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაეწყოთ.