გია ვოლსკი: საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარი განხილული იქნება.

მისივე თქმით, საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო.

„დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ დაგიდასტურებენ ვერანაირად იმას, რომ არ იყო განხილული საჩივრები. ჩემთან უმრავლესობა არის ტექნიკურ საკითხზე საჩივრები, ესეც განხილულია, გაიხსნა 25-ე უბანი და დარღვევა არ აღმოჩენილა. ზუსტად არის ოქმი შედგენილი, რაზედაც ეჭვი ჰქონდათ. რეალურად, გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ვიდრე ის უპრეცედენტო აქცია, რაც არის საჩივრების გადამოწმება. უბნების გახსნა მიმდინარეობს. ახლაც გრძელდება. ასეთი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. საჩივრების რაოდენობაც გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ რეალურად არის და არცერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები