ევროკავშირი საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ, გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, შენგენის ზონაში საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება მოხდება.

ამის შესახებ მაკრონმა ესპანეთის საზღვარზე საუბრისას განაცხადა.

“გადავწყვიტეთ ძალების გაორმაგება, რომლებიც ამ კონტროლის ფარგლებში საზღვრებზე განთავსდება: 2400-დან 4800-მდე პოლიციელამდე, ჟანდარმამდე და სამხედრომდე”, – განმარტა საფრანგეთის ლიდერმა.

29 ოქტომბერს ნიცაში წარმოშობით ტუნისელი იბრაჰიმ ალ-აუისაუი ნოტრ-დამთან გამვლელებს თავს დაესხა, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. მედია წერდა, რომ ორ მათგანს მან თავი მოკვეთა.

ამ მოვლენას კი წინ უძღვოდა პარიზთან ახლოს კოლეჯის მასწავლებლის მკვლელობა, რომელსაც ასევე თავი მოკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები