ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი არ წყვეტს არჩევნების ბედს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არჩევნების ბედი არა ტრამპის, არამედ  ხალხის ხელშია.
„დონალდ ტრამპი არ წყვეტს ამ არჩევნების ბედს, არც – მე. ამას მხოლოდ ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს. ამიტომაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაარსოთ „ბაიდენის მებრძოლთა ფონდი“, რათა დავიცვათ თითოეული ხმა.
დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს იქნება ამერიკელი ხალხის გამარჯვება“, – დაწერა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ხმის დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს და,  წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენს გამარჯვებამდე 6 ხმა აშორებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები