თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებისას დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში წუხანდელი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება.

გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე, მოძრაობა “შეცვალეს” და “სტრატეგია აღმაშენებელის” აქტივისტები დააკავეს. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. სამართალდამცავები ბრალდებულებს პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავებიან. სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან დაკავებულების ნათესავები და მხარდამჭერები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები