მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის” საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ.
საქართველოს მოქალაქის – ა.ნ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა – 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა – არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით – 16 495.95 ლარი.