ბელგია კოვიდინფიცირებულებს ვეღარ უმკლავდება – გერმანიამ ქვეყნიდან პირველი პაციენტები მიიღო
ბელგიაში საავადმყოფოები გადავსებულია და კოვიდინფიცირებულების მიღება ძალიან გართულებულია.
გერმანიამ ქვეყნიდან პირველი სამი პაციენტი მიიღო, რადგან მათთვის ბელგიის რეანიმაციაში ადგილები აღარ აღმოჩნდა.
პაციენტების ტრანსპორტირება ვერტმფრენით მოხდა, თუმცა, მანამდე ერთი პირი გერმანიაში სასწრაფო დახმარების ავტომობილით იქნა გაშვებული.
ბელგიური გამოცემის – Le Soir-ის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ლიეჟის პროვინციიდან ავადმყოფები სხვა რეგიონებში გადაჰყავთ.
უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბელგიაში საშუალოდ დღიურად 15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, მათი უმრავლესობა მოდის სწორედ ლიეჟის რეგიონზე, ბრიუსელსა და ენოს პროვინციაზე.
აღსანიშნავია, ოქტომბრის ბოლოს გერმანიამ ნიდერლანდებიდან კოვიდინფიცირებულების მიღება ისევ დაიწყო.