ნინო ლომჯარია: მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ცესკო-ს მოუწოდებს, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

ამის შესახებ განცხადებაბლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!”, – წერს ლომჯარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები