შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 562 კოლოფი უაქციზო თამბაქო აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსთანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 562 კოლოფი (11 240 ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნება.