ავსტრიის ებრაულმა თემმა გვიან ღამით ვენაში მომხდარის ტერაქტების სერიის შემდეგ ყველა სინაგოგის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
Volksblatt-ს ინფორმაციით, გარდა ამისა, ვენაში იხურება ყველა ებრაული რესტორანი, მაღაზია და სკოლები.
ებრაული თემის წარმომადგენლებს სახლში დარჩენას ურჩევენ, რადგან ცნობილია, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ორი პირი სინაგოგასთან მოკლა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენასთან ახლოს მდებარე ქალაქ სანქტ პელტენში სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
Kurier-ის ინფორმაციით საპოლიციო ოპერაციები გრძელდება ქვედა ავსტრიაშიც. სხვადასხვა მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს, დაკავებულია ორი პირი.
ვენაში გვიან ღამით თავდასხმების სერიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 4 ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ლიკვიდირებულია, დანარჩენების ძებნა გრძელდება.