ირაკლი ბერაია: ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დიპლომატიურ კორპუსს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

“ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში აქტიურად მუშაობს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვასა და პოზიციების გამყარებაზე, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე.

მადლობა ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ერთგული და ეფექტიანი სამსახურისთვის”, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები