„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და მეორე ტურში მონაწილეობას გამორიცხავს
„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ,,ევროპული საქართველო,, უარს ამბობს მანდატებზე, ევროპული საქართველო უარს ამბობს – შევიდეს პარლამენტში და ასევე მეორე ტურში არ მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.
შეგახსენებთ, არჩევნებში “ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამურად, პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა.