ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, აშშ-ის საელჩოს შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩო კვლავაც მიესალმება  ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი  გამოვლენილი ერთგულებას.

კობახიძე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს შეფასება, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განსაკუთრებული წვლილი იმ პროცესში, რასაც ერქვა ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები