ნიკა მელია და ლევან კობიაშვილი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან

გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნიკა მელია და ლევან კობიაშვილი დაუპირისპირდებიან.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით,  “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ ამომრჩეველთა 43, 88 %-ის მხარდაჭერა მიიღო.

„ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს კი 42,69 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები