თაკო ჩარკვიანი: ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ

“ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა.

„პარლამენტში შესვლა არ შეიძლება. მე დღეს თამამი ვარ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს თქვენგან მოცემული მანდატი, თამამად გეტყვით, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ. მინდა ვთხოვო ასევე ჩემს კოლეგებს, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, არ შევდივართ, ე.ი. არ შევდივართ. თუ აღმოჩნდება ის ერთი თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საფრთხის წინაშეა. რუსთაველზე მოსვლა ხმების დაცვა ჯერ კიდევ არაა, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა, აი ესაა ვაჟკაცობა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები