ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი: არჩევნების მეორე დღეს დემონსტრაციები არაა იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას

“მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში, ნახონ, რა შედეგები არსებობს, შემდეგ გადახედონ მათ, თუ საჭირო იქნება, გამოიყენონ გასაჩივრების შესაძლებლობები და მერე გამოიტანონ დასკვნები”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ტინი კოქსმა განაცხადა, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

„იმავე დღეს გაპროტესტება და გასაჩივრება მაშინ, როცა კენჭისყრის დღე იყო, ეს არ არის მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი. თუნდაც კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეს დემონსტრაციების მოწყობა არ არის საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ თქვენ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიდნენ არჩევნებზე. ოთხი წლის შემდეგაც ისინი გამოცხადდნენ საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ. განსაკუთრებით ხანდაზმულებს, რადგან ზოგადად ადამიანები სახლებში რჩებოდნენ და ახლა მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი რისკის წინაშე ვიქნებოდით საარჩევნო უბანზე. პატივი უნდა ვცეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოცხადდა არჩევნებზე. ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ, ჯერ დავაკვირდეთ, რა შედეგები იქნება, დავაგროვოთ ისინი და უკვე შემდეგ დავიწყოთ დისკუსიები და განხილვები“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები