კეროლ ბიურო-ბონარდი: დილიდან 6 საარჩევნო უბანზე ვიყავი, ჩვენ არანაირი ინციდენტის მომსწრე არ ვყოფილვართ
„დილიდან 6 საარჩევნო უბანზე ვიყავი და არაფერი ისეთი არ გვინახავს, რასაც ევროპის საარჩევნო უბნებზე არ ვნახავდით, რაც გამამხნევებელია”, – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა, კეროლ ბიურო-ბონარდმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ ადგილას სოციალური დისტანციის დაცვა უკეთესად შეიძლებოდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, სხვა მხრივ პრობლემის მომსწრე არ ყოფილა.
„დილიდან 6 საარჩევნო უბანზე ვიყავი და არაფერი ისეთი არ გვინახავს, რასაც ევროპის საარჩევნო უბნებზე არ ვნახავდით, რაც გამამხნევებელია. რაც შეეხება ინციდენტებს, ჩვენ არანაირი ინციდენტის მომსწრე არ ვყოფილვართ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ ადგილას სოციალური დისტანციის დაცვა უკეთესად შეიძლებოდა, განსაკუთრებით უბანთან არსებულ რიგებში, სხვა არაფერი პრობლემა არ გვინახავს” ,- განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა.