გიორგი კახიანი: არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, ხელოვნურად დადგმული პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი მარნეულში ჩავიდა, სადაც დაძაბული საარჩევნო გარემოა.

გიორგი კახიანის შეფასებით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება და ხელოვნურად დადგმული პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა არავის ექნება.

“მოვედი, რათა სიტუაციაში გავერკვე. იქნება მცდელობები, რომ ხელოვნურად დაიძაბოს სიტუაცია. რეალურად ეს არის უბანი, სადაც ჩვენს კანდიდატს დიდი მხარდაჭერა აქვს და როგორც ჩანს, სცადეს ამ უბანის ბლოკირება. არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას ხელოვნურად დადგმული პროვოკაციები მოახდინოს”,- აღნიშნა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები