„მრავალეროვანი საქართველო“ – ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე პირის შესვლისას წესრიგისა და უსაფრთხოების საფრთხე იქმნება

“ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე პირის შესვლა ნამდვილად არ არის სასურველი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბანზე, ნებისმიერ შემთხვევაში, წესრიგისა და უსაფრთხოებას საფრთხე იქმნება”, – ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ წევრმა, ლელა ტალიურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, დიმიტრი შაშკინის და კახა ოქრიაშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულზე რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა მოახდინონ.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პირს იარაღის ტარების უფლება კანონმდებლობით უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე პირის შესვლა ნამდვილად არ არის სასურველი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ექმნება წესრიგს და უსაფრთხოებას უბანზე საფრთხე. ამიტომ, რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა მოახდინონ და არ დაუშვან უსაფრთხოების წესების დარღვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე იყოს ყველა ჩართული მხარე. კონკრეტული შემთხვევა დარღვევას არ წარმოადგენს, თუ ადამიანს აქვს ნებართვა, მაგრამ, ზოგადად, ვინაიდან ჩვენ წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე გველოდება, ამიტომ ხაზს გავუსვამდი უსაფრთხოების საკითხს და მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური დაპირისპირებები და ასეთი ფაქტები, რაც შეიძლება ძალადობასთან იყოს დაკავშირებული, დღეს მაინც არ გვქონდეს“, – განაცხადა ტალიურმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ თავადაც იარაღით გადაადგილდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები