აქსელ ფიშერი: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა”, – ამის შესახებ განცხადება ბუნდესტაგის დეპუტატმა აქსელ ფიშერმა Facebook-ის საშუალებით გააკეთა.

ის იმედოვნებს, რომ შაბათს საღამოს ხალხისთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა ექნება.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა. ხსენებული დემოკრატიული რეფორმების გატარება ხდებოდა იმ წინსვლის პარალელურად, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით განიცადა. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნებას – მისწრაფებას, რომელიც ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველომ თავისთვის ამოცანის სახით ჩამოაყალიბა. არჩევნები წარმოადგენს სრულიად განსაკუთრებულ დემოკრატიულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები წყვეტენ, თუ რომელი პოლიტიკური პროგრამები უნდა იქნას გატარებული და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა საფუძვლიანი გააზრების შედეგად მოხდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ შაბათის საღამოს მქონდეს მათთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ფიშერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები