რამდენიმე რეგიონში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებიც მიმდინარეობს

საპარლამენტო არჩევნების გარდა, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს კრწანისში, თელავში, თეთრიწყაროსა და ონში, სადაც მოქალაქეებმა საკრებულოს ის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა აირჩიონ, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით საკრებულოს მაჟორიტარობის მანდატი ვადაზე ადრე შეუწყდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში მოსახვედრად ოთხ საარჩევნო ოლქში შვიდი პოლიტიკური სუბიექტიდან 17 მაჟორიტარი იბრძვის.

ამასთან, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება: კასპში, ონში, ხარაგაულშჯ, თერჯოლაში და ქუთაისში. აქ 13 პოლიტიკური სუბიექტის 26 კანდიდატი იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები