“წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ,,ლოკდაუნთან,, დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ,,ლოკდაუნი,, არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებით შეზღუდვები.
გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გახდება პრიორიტეტი #1. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება მსოფლიოში რამდენიმე კრიტერიუმით და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი“, – განაცხადა გახარიამ.