კახა კალაძე: არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული
თბილისის მერი, კახა კალაძე გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ეხმაურება. მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
“არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე,
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.