საბურთალოზე ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ

საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩის ორ ნომერში ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მას ზედაპირული მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა, ამ დროისთვის ის საავადმყოფოში აღარ იმყოფება.

კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები