პომპეომ ალიევსა და ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
პომპეომ ორი ქვეყნის ლდერს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა.
“სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მოუწოდა მათ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელიც ძალადობის შეწყვეტას გულისხმობს, ასევე, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლოიბით, ასევე, აღნიშნა, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება”, – განაცხადა ორტაგუსმა.