საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“აშშ-ში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით, საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ,  გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე – „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx

გაცნობებთ, რომ ქ.ვაშინგტონში საარჩევნო უბანი გაიხსნება საელჩოში (1824 R Street, NW, Washington DC 20009). საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება ქ. ნიუ იორკსა და ქ. სან ფრანცისკოში.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უბნები გაიხსნება დილის 08:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები