თენგიზ ცერცვაძე: საპანიკო არაფერია, რადგან ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია

თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა აღინიშნება, თუმცა ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია.

მისი თქმით, საპანიკო არაფერია.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღინიშნება ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა, რომელმაც თითქმის 2000-ს მიაღწია. ეს ბევრია, მაგრამ არ არის საპანიკო, რადგან გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში, როდესაც გვქონდა ძალიან ცოტა შემთხვევები, ქვეყანამ მოახერხა, გამოეყენებინა ეს დრო იმისთვის, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზება მოეხდინა. იგულისხმება რეანიმაციული საწოლები, ექიმები, ოჯახის ექიმები, საშუალო პერსონალი. ამჟამად ქვეყანა პაციენტების გაზრდილ რაოდენობას საკმაოდ წარმატებით მართავს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად გაზრდილი რაოდენობისა, ქვეყანა ინარჩუნებს სტატუსს – ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის საქართველო დღემდე ინარჩუნებს სიკვდილობის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს და დადასტურებული შემთხვევებიდან სიკვდილობის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტს. ჩვენთან დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 0,7 პროცენტია გარდაცვლილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები