კახა კალაძე: შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი შეკრებები პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს – უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.

არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, როდესაც ოპოზიციაში არიან“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები