სოზარ სუბარი: 2021 წელს ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰა-ზე გაშენებული სკვერი ექნება

“2021 წელს ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰა-ზე გაშენებული სკვერი ექნება, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება. საპროექტო ღირებულება 8 000 000 ლარია”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა, სოზარ სუბარმა ვარკეთილი მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას მოსახლეობამ, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ვარკეთილის მესამე მასივია ის პირველი რაიონი, სადაც 2020-ში დაიწყო ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროცესი და მალე, ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილი 7 540 კვმ-ზე ხალაშენებულ კორპუსებში დაიდებენ ბინას. 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით ნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვარკეთილი 3-ში მოეწყო 3 კმ-დე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მანამდე არ არსებობდა.
შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ამორტიზირებულ ლიფტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს და მალე მოხდება მათი ჩანაცვლება.
,,ამ ეტაპზე 3 საბავშვო ბაღის, 3 სკვერისა და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები