ზუგდიდში, ბანკში მძევლების აყვანას უცხოური მედია აქტიურად აშუქებს

უცხოური მედია ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისა და კლიენტების მძევლად აყვანას ეხმიანება.

უკრაინული გამოცემა Eurointegration-ი წერს, რომ ბანკში 19 მძევალია. წინასწარი ვერსიით, ერთი თავდამსხმელია. ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განგაშის ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო. გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი 500 ათას დოლარს ითხოვს.

“რია ნოვოსტი”-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი ავტომატებითა და ყუმბარებით არის შეიარაღებული, მედიასაშუალება “მთავარ არხზე” დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცს ყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში უჭირავს.

Дождь-ი საქართველოს პირველ არხზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელმა ასაკოვანი ადამიანები გაათავისუფლა, რამდენიმემ სახანძრო კიბის საშუალებით შეძლო შენობის დატოვება.

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს აზერბაიჯანული, უკრაინული და რუსული მედია ქართულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით აშუქებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები