მძევალი – “ხელიდან ხელში გადააქვს ყუმბარა”, 18 პირია ტყვეობაში

მძევალი, ირაკლი კვარაცხელია კვლავ ჩაერთო პირდაპირ ეთერში “საქართველოს ბანკიდან”. როგორც მან ჩართვაში აღნიშნა, 18 პირია მძევლად დარჩენილი.

“ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცველების მხრიდან, რაც აღიზიანებს მძარცველს.
დრო მიცემულია 6 საათამდე, მძარცველი ითხოვს 500 ათას დოლარსა და შენობის უსაფრთხოდ დატოვებას. ხელში ხელყუმბარა უჭირავს.
ეს უფრო ძაბავს სიტუაციას, ხელიდან ხელში გადააქვს ყუმბარა.
18 მძევალი დარჩა, ესაა ბოლო ინფორმაცია. კომუნიკაციაა ისაა, რასაც მე გეუბნებით. იყო კონტაქტი პოლიციასთანაც, დაახლოებით, 2 საათის წინ”, – განაცხადა მძევალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები