მარინა ენდელაძე: თუ პაციენტი რისკჯგუფს არ განეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

“არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება, ბინაზე დარჩეს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია, გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ – ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი – არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში, ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება და არ არიან იმ ასაკის, რომელთა ბინაზე დატოვება არ შეიძლება, ინფექციის გართულების შანსი თითქმის ნულის ტოლია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები