დავით გარეჯთან დაკავშირებულ საქმეზე ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს

დავით გარეჯთან დაკავშირებულ საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვისაც აღნიშნულ საკითხთან შეხება ჰქონია.
“გამოკითხვა მიმდინარეობს ყველასი, ვისაც აქვს გარკვეული შემხებლობა დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 1 წელზე ცოტა მეტია, მე ვარ ამ კომისიაში, სავარაუდოდ, კითხვები შეეხება კომისიის მუშაობას. 1996 წლის შეთანხმება ეყრდნობა 1938 წლის ხაზს, ყველა მასალა, მათ შორის, ის რუკა, რომელიც დაასახელეთ, რომელიც, შესაძლოა, განსაზღვრავდეს, როგორ გადის 1938 წლის ხაზი, არის, თავისთავად, რელევანტური”, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები