“ანტიგენის ტესტებს, რომლებიც პასუხს 15-20 წუთში იძლევა, ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და ანტიგენზე დამყარებულ სწრაფი ტესტებს ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ.
„ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დაიხვეწა. ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დასტური მისცა რამდენიმე კომპანიის წარმოების სწრაფ, ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, მათ შორის, რასაც საქართველო ყიდულობს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს სამხრეთ კორეის წარმოების ტესტი, რომელიც აღიარებულია ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე მარეგულირებლების მიერ. იცით, რომ მას, ძირითადად, ვიყენებდით სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე, ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ სწრაფი დიფერენციარული დიაგნოსიკისთვის აუცილებელია. ის გამოყენებული იქნება ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში სწორედ ამ ტრიაჟისთვის. როდესაც ადამიანი სასწრაფოთი ან თვითდინებით შედის ცხელების კლიუნიკაში, მას სწრაფი ტესტი ჩაუტარდება. ის 15-20 წუთში იძლევა პასუხს. დიდი ალბათობით, თუ დადებითია, ის ნიშნავს, რომ არის კოვიდინფიცირებული. შესაბამისად მოხდება ამ პაციენტის ტრიაჟი. ამ ეტაპზე ის გამოყენებული იქნება ცხელების კლინიკებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეიძლება, მისი გამოყენების არეალი გაფართოვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.