სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს განიხილავს
სასამართლო ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს განიხილავს. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
სხდომა დისტანციურ რეჯიმში მიმდინარეობს და მას ნიკოლოზ ბასილაშვილიც ესწრება.
როგორც სპორტსმენის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები დაკავებულის დანაშაულს ვერ ადასტურებს.
“დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვება-არ დაშვების საკითხზე იმსჯელებს სასამართლო და შემდგომ იმაზე, უნდა გადაეცეს თუ არა არსებითი განხილვისთვის. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ზოგადად საქმე, რომელიც წარდგენილია სასამართლოში, ცალსახად ადასტურებს ერთადერთს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის უდანაშაულო”,- აცხადებს ადვოკატი.