ირაკლი კობახიძე: კამპანიურ ღონისძიებაში შშმ პირის გამოყენება მძიმე შემთხვევაა
“მძიმე ფაქტია, როდესაც შშმ პირს იყენებ იმისათვის, რომ რაღაც კამპანიური ღონისძიება დაგეგმო, ეს პოლიტიკური პარტია თავისას არ იშლის”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თერჯოლაში შშმ პირს აიძულა, „ქართული ოცნების“ მაისური და პლაკატები დაეხია.
„ამ ფაქტმა ბევრს ცნობილი ციხის კადრები გაახსენა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური პარტია ვერ იშლის თავისას, რაც არის მათი ბუნება, ისე მოქმედებენ ახლაც, ამ საარჩევნო პროცესშიც. ძალიან მძიმე ფაქტია და ეს იქნება ერთ-ერთი გარემოება, რაზეც ხალხს ექნება რეაგირება 31 ოქტომბერს. ბუნებრივია, ამ უმსგავსობას პასუხი გაეცემა აუცილებლად 3 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.