“კინაღამ მომიკლა ბავშვი, პასუხი უნდა აგოს” – გოგი თოფაძე – ბუსა ჟვანიაზე

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიერ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე სასამართლოს არსებით განხილვა გადაიდო.

როგორც გოგი თოფაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

“არ ჩაუნიშნავთ, პროცესი გადაიტანეს ორი თვით, იქნება ნოემბერში. ვუთხარი ჟვანიას, დაწყნარდეს. ავუხსენი ერთხელ, მეორედ, რომ სამიდან ოთხ წელზე დავთანხმდებით-მეთქი, თუ ჭკუით მოიქცევი, თუ არადა შეიძლება, გაცილებით უფრო დიდი მიუსაჯონ. კინაღამ მომიკლა ბავშვი მაგის შვილმა და უნდა აგოს პასუხი. გერმანიაში ან ისრაელში წავიყვან სამკურნალოდ”, – აღნიშნა გოგი თოფაძემ.

ბრალდებულის დედის, ნინო ქადაგიძის თქმით, მან შვილი, ბუსა ჟვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მოინახულა.

“ყოჩაღად კი არის, ვარჯიშობს, კითხულობს ძალიან ბევრს”, – ამბობს ნინო ქადაგიძე.

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები