“მოერიდეთ ჟანგიან ლურსმნებს” – იმუნიზაციის ცენტრი იმ პაციენტებს მიმართავს, რომელთაც “კოვიდ 19”-ის არსებობის არ სჯერათ

“პაციენტებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან და დაემორჩილონ წესებს”, – ამის შესახებ პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, მოერიდონ ზედმეტ მოძრაობას, ქუჩის ცხოველებთან კონტაქტსა და ჟანგიან ლურსმნებს.

“ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ “კოვიდის” გამო, რომლისაც არ გჯერათ და თუ კარგად ვერ გააცნობიერებთ, რაც ხდება და წესებს არ დაემორჩილებით, ჩვენს პერსონალს რისკს შეუქმნით, განგიმარტავთ გასაგებად: თუ ექიმი და ექთანი ავად გახდება, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებით… რჩევის სახით გეტყვით – მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობას, ქუჩის ცხოველებთან კონტაქტს, ჟანგიან ლურსმნებს და თუ მაინც მოგიწიათ ჩვენთან ვიზიტი, გაგებით შეხვდით წინააღმდეგობებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და გამძლეობას!”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები