გიორგი გახარია: სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა
“ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში.
„ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში. ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკო-სთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმაც და ცესკო-მაც და ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოებას როდესაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვირუსს”, – აღნიშნა პრემიერმა.