ირაკლი ხახუბია ხობის აგრარულ ბაზარში და ქალაქის ტერიტორიაზე მოქალაქეებს შეხვდა
ფოთში, ხობსა და სენაკში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ირაკლი ხახუბია ხობში, აგრარულ ბაზარში და ქალაქის ტერიტორიაზე, ხობის მაჟორიტარ დაჩი ბერაიასა და „ქართული ოცნების“ ხობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციები. ხელისუფლება ორიენტირებულია, გააძლიეროს ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, რადგან ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია.
„სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში წარმოების ხელშეწყობას, მცირე ბიზნესის, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით ხელშეწყობა ყოველწლიურად იზრდება.
აღსანიშნავია პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საწარმო გაიხსნა ჩვენს ქვეყანაში და დასაქმდა ასეულობით ადამიანი. შემუშავდა პროგრამა – „სახელმწიფო – შენი პარტნიორია“, რომლის მიზანია მეწარმეობის, ფერმერობის ხელშეწყობა.
ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ადამიანი და მასზე ზრუნვაა, რაც პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა”, – განაცხადა კანდიდატმა.