მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა.

„დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა – 342 ისევ აჭარაშია. თბილისში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს ცოტათი შემცირდა და 277 შეადგინა. იმერეთში დაფიქსირდა 198 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე – ჯავახეთში – 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს,

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები