მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისმა END POVERTY DAY-სთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გამოაქვეყნა
17 ოქტომბერს მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. END POVERTY DAY-ს ეძღვნება მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც მსოფლიო ბანკის სოციალური მედიისა და ოფიციალურ ონლიანგვერდებზე დღეს გამოქვეყნდა.
ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე : Facebook Link, Web Link .
ვიდეორგოლი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება მსოფლიო ბანკი საქართველოს სიღარიბის დაძლევაში სხვადასხვა მიმდინარე პროექტებით, რომელთა შორის აღსანიშნავია პროექტები : Log-in Georgia და Innovation, Inclusion and Quality (I2Q) Project (პროექტი – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი”).
ვიდეორგოლის მთავარი გმირია მაღალმთანი სოფლის – არგოხის სკოლის პედაგოგი ინგა ხვედელიძე, რომელიც გვიზიარებს თავის გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშნელოვანია ინტერნეტიზაცია და ციფრულ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში.
Log-in Georgia პროექტის შესახებ: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება (ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე – LINK )
Innovation, Inclusion and Quality (I2Q)/ „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი”-ს პროექტის შესახებ: მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას განათლების ხარისხის ამაღლების პროექტით უჭერს მხარს ( ვრცლად პროქტის შესახებ იხილეთ ბმულზე LINK ) .