მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვალების 11 შემთხვევიდან ხუთი თბილისში დაფიქსირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან ხუთი თბილისში დაფიქსირდა, სამი – ბათუმში, ორი – იმერეთში, ერთი კი გორში.
„აქტიური შემთხვევა გახლავთ 7 714, მათ შორის კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ზე მეტია“, – აღნიშნა ენდელაძემ.