ამირან გამყრელიძე: დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა მთავარი მოწოდებაა, ჩვენი ცენტრის თანამშრომლების დაახლოებით მესამედი სწორედ ასე მუშაობს
“მოწოდებაა, რომ ის დაწესებულებები, სადაც ამის საშუალებაა, გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომლების დაახლოებით მესამედი დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული.
“მოწოდებაა, რომ ის დაწესებულებები, სადაც ამის საშუალებაა, გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ჩვენთანაც, დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომლების დაახლოებით მესამედი დისტანციურ მუშაობაზე არის გადასული”, – განაცხადა გამყრელიძემ.