მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში გამოვლინდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა როგორც დედაქალაქში, ისე – რეგიონებშიც.
“კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა თბილისშიც და რეგიონებშიც. თბილისში 366 ახალი შემთხვევა, აჭარაში 286, იმერეთში 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში 57, ქვემო ქართლში 44, შიდა ქართლში 21, კახეთში და გურიაში 13-13 შემთხვევაა, მცხეთა მთიანეთში 11, სამცხე-ჯავახეთში 3, რაჭა-ლეჩხუმში 1”, – განაცხადა ენდელაძემ.