გოჩა ენუქიძე: სწორად უნდა გამოიყენებოდეს ის ენერგეტიკული პოტენციალი და სასარგებლო წიაღისეული, რომელიც ზემო სვანეთის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს
ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ჭუბერის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას მხარის განვითარების გეგმებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ჭვიბერის ხეობას განსაკუთრებული პოტენციალი აქვს სასოფლო-სამეურნეო და საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის.
,,სწორად უნდა გამოიყენებოდეს ის ენერგეტიკული პოტენციალი და სასარგებლო წიაღისეული, რომელიც ზემო სვანეთის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს.
ამასთანავე, ჭუბერის თემში რეაბილიტირდა ჭუბერი-საკენის 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა, მიმდინარეობს ჭუბერის საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს ჭუბერის საბავშვო ბაღის მშენებლობა, დაგეგმილია ყარსგურიშის საჯარო სკოლის მშენებლობა, დაიხარჯა 1 მილიონ ლარზე მეტი სტიქისგან დამცავ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე, დაგეგმილია სოფელ დევრასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დაგეგმილია ზედა მარღთან დამაკავშირებელო ხიდის მშენებლობა, დაგეგმილია ჭუბერის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციაც”, – აცხადებს ენუქიძე.