საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიების მუშაობა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში განახლდება.
„ჯერ კიდევ მარტში იყო ეს დაგეგმილი, შემდეგ, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ყოველ თვეს იდებოდა ეს შეხვედრა, შემდეგ ბოლო შეხვედრაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს კომისიები. კონკრეტულ თარიღზე ვმუშაობთ, როდის შეიძლება, ეს შეხვედრა მოხდეს, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი კომისიების მუშაობის განახლება”, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.