მეუფე ნიკოლოზი: არასწორია იმის თქმა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის კლინიკაში გადაყვანას ხელს საპატრიარქო უშლიდა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის კლინიკაში გადაყვანას ხელს საპატრიარქო უშლიდა და ის რამეშია დამნაშავე, არასწორია.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ნათლად წერია, ჯანმრთელობის როგორ შემთხვევაში სახელმწიფო როგორ რეაგირებს.

„სხვის ნათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არასწორია იმის თქმა, რომ საპატრიარქო რამეშია დამნაშავე. მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა მივმართე ხელისუფლებას, რომ ავადმყოფი პატიმარი ან საავადმყოფოში გადაეყვანათ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინათ. სხვა საკითხებში ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ თემაზე ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად მტკიცედ ჩამოყალიბებული კანონმდებლობა აქვს, ჯანმრთელობის როგორ შემთხვევაში როგორ რეაგირებს, რადგან, პირველ რიგში, მათ ინტერესებშია, რომ პატიმარს რამე არ დაემართოს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, EMC-ის მოთხოვნის საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს სრულ სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები