სერგი კაპანაძე უარყოფს, რომ ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე უარყოფს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს.

 

„არ მოიხსენიებს. ამ წერილში არ წერია, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელებში გასაჯაროვდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები